NCAA-ში ქართული დუელი შედგა - მეცხვარიშვილმა 15 ქულა დააგროვა, ჟღენტმა - 4 #1TVSPORT
NCAA-ში ქართული დუელი შედგა - მეცხვარიშვილმა 15 ქულა დააგროვა, ჟღენტმა - 4 #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ნიკა მეცხვარიშვილის „ლუიზიანა მონრომ“ ზურა ჟღენტის „ნორზვესტერნ სტეიტს“ უმასპინძლა და ანგარიშით 96-66 მარტივი გამარჯვება მოიპოვა. ორივე ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.

22 წლის მეცხვარიშვილმა 18 წუთი ითამაშა და ამ დროში 15 ქულის, 6 მოხსნისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. მან 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. საჯარიმოს ხაზთან ერთხელ დადგა და ბურთი კალათში ვერ მოათავსა, ნიკა მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

რაც შეეხება 21 წლის ცენტრს, ზურა ჟღენტს – მან 10 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი 3-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. მან საჯარიმოები 2-ჯერ ისროლა და ორივეჯერ ზუსტი იყო. ჟღენტმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

შემდეგ მატჩს „ლუიზიანა მონრო“ 25 ნოემბერს „ლუიზიანა ტექის“ წინააღმდეგ გამართავს, „ნორზვესტერნ სტეიტი“ კი 29 ნოემბერს „ოსტინს“ დაუპირისპირდება.