NCAA | მეცხვარიშვილი 16 ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო - ჟღენტის „ნორზვესტერნ სტეიტმა“ მოიგო #1TVSPORT
ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში, NCAA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ნიკა მეცხვარიშვილის „ლუიზიანა მონრო“ „ჯორჯია სტეიტთან“ 62-73 დამარცხდა. ნიკა შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 34 წუთში 16 ქულის, 4 მოხსნის (1 შეტევაში), 3 პასის, 1 ჩაჭრისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. ქულების მაჩვენებლით მეცხვარიშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან 2-დან 1 სამქულიანი, 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.
ასევე დამარცხდა ცოტნე ცარციძის „ნორზ დაკოტაც“, რომელიც „საუზ დაკოტას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 58-71 დათმო. ცარციძეს 29 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება ჰქონდა. მან 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 ერთქულიანი, პერიმეტრიდან კი ერთხელაც არ უსვრია. მის ანგარიშზე ასევე 2 პერსონალური ფოლია.
ზურა ჟღენტის „ნორზვესტერნ სტეიტმა“ „ტექსას ა&მ-ს“ 90-76 მოუგო და ქართველი კალათბურთელი თავის გუნდს 7 წუთში 2 ქულით დაეხმარა. მის ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა და 1 პასია. ჟღენტმა კალათში 4-დან 1 ორქულიანი მოათავსა და 3-3 ბურთის დაკარგვა და პერსონალური ფოლი ჰქონდა.
ალექს მერკვილაძემ „სან დიეგო ტორეროსთან“ წაგებულ შეხვედრაში 13 წუთი ითამაშა. მისი გუნდი, „ლოიოლა მერიმაუნტი“ 65-69 დამარცხდა. მერკვილაძემ 4 ქულა და 3 მოხსნა (1 შეტევაში) მიითვალა. მან 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.