ნასი მანუს საოცარი გადაცემა და გამორჩეული ლელო ახალი ზელანდიის ჩემპიონატიდან [ვიდეო]
ახალ ზელანდიური კლუბ „ოტაგოს“ გარემარბმა ვილიმონი კოროიმ და მესამე ხაზელმა ნასი მანუმ „ქენთერბერის“ წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში (23:16) შესანიშნავი ლელო შექმნეს. კოროიმ „ოტაგოს“ წინა შეხვედრა გუნდის პროტოკოლის დარღვევის გამო გამოტოვა, მაგრამ „ქენთბერისთან“ მატჩში დანაშაული სრულად გამოისყიდა.
კოროიმ მანუსგან, რომელიც წარსულში „ჰაილედერსში“, „ედინბურგში“ და „დრეგონზში“ თამაშობდა, ნებისმიერ უკანახაზელს რომ შეშურდებოდა ისეთი „ოფლოუდი“ (პასი ბოჭვიდან) მიიღო. გარემარბმა ზედ კიდის ხაზთან ფეხით თამაში მოასწრო, გაგორებულ ბურთს თავადვე დაეწია და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო მიითვალა.