ნანტში მატჩი მეცხრე წუთზე, ემილიანო სალას პატივსაცემად შეჩერდა, მწვრთნელმა ცრემლები ვერ შეიკავა
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ნანტსა და სენტ-ეტიენს შორის არგენტინელი ფორვარდის, ემილიანო სალას პატივსაცემად შეწყვიტეს. ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა და მისი ძებნა ლა-მანშის სრუტეში დღემდე მიმდინარეობს.
მეცხრე წუთზე (სალას სათამაშო ნომრის პატივსაცემად), მსაჯმა ფრანკ შნაიდერმა თამაში შეწყვიტა. მთელი სტადიონი, ფეხზე მდგარი ტაშს უკრავდა, ნანტის დამრიგებელმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა კი ამ ემოციური მომენტის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
სალა 22 იანვარს, ნანტიდან კარდიფში კერძო თვითმფრინავით გადაფრენისას დაიკარგა.