თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე, ემილიანო სალამ და პილოტმა ნახშირჟანგის სასიკვდილო დოზა შეისუნთქეს

17:34, 14.08.2019

ემილიანო სალასა და პილოტ დევიდ იბოტსონის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, ჩამოვარდნამდე ფეხბურთელმა და მფრინავმა კარბონ მონოქსიდის, ანუ ნახშირჟანგის დასაშვებზე მაღალი დოზა შეისუნთქეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი მეილი“ ავრცელებს.

28 წლის სალა და 59 წლის იბოტსონი მიმდინარე წლის 21 იანვარს დაიღუპნენ, როდესაც მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსის ქალაქ კარდიფში მიფრინავდა, ლა მანშის სრუტეში ჩავარდა.

თუ რა იყო ნახშირჟანგის თვითმფრინავის სალონში გავრცელების წყარო, გაზეთი არ იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ დევიდ იბოტსონის ცხედარი დღემდე არ არის ნაპოვნი.

მსგავსი