ემილიანო სალას დაღუპვის საქმეზე ერთი ადამიანი დაკითხეს
ემილიანო სალას დაღუპვის საქმეზე ერთი ადამიანი დაკითხეს

ემილიანო სალას ტრაგიკულად დაღუპვის საქმეზე ერთი ადამიანი იქნა დაკავებული. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, რომ „უკანონო ქმედების შედეგად გამოწვეული ადამიანის სიკვდილის“ მუხლით 64 წლის მამაკაცი იქნა დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკითხვის შემდეგ მამაკაცი კვლავ გაანთავისუფლეს, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

დაკითხული პიროვნების ვინაობა არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთეი ემილიანო სალა მიმდინარე წლის თებერვალში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად მცირე ზომის თვითმფრინავში, რომელიც ლა მანშის სრუტეში ჩავარდა, კიდევ ერთი ადამიანი – პილოტი დევიდ იბოტსონი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დაიღუპა.