ფიფა „კარდიფ სიტის" სატრანსფერო დისკვალიფიკაციით ემუქრება
ფიფა „კარდიფ სიტის" სატრანსფერო დისკვალიფიკაციით ემუქრება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია მომდევნო სამი სატრანსფერო ფანჯრისას მოთამაშეთა გაფორმების აკრძალვით ემუქრება „კარდიფ სიტის“, – ამტკიცებს „სკაი სპორტსი“. მიზეზი ის არის, რომ უელსურ კლუბს დღემდე არ გადაუხდია „ნანტისთვის“ ექვსი მილიონი ევრო ფორვარდ ემილიანო სალას ტრანსფერის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ სალა „კარდიფში“ კარიერის გასაგრძელებლად კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა, მაგრამ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ექვსი მილიონი ევრო არის სალას სატრანსფერო თანხის (17 მილიონი) პირველი ნაწილი. „კარდიფს“ ეს ფული „ნანტისთვის“ 2019 წლის იანვარში უნდა გადაერიცხა. არგენტინელი ფეხბურთელის დაღუპვის შემდეგ, უელსურმა კლუბმა უარი თქვა ტრანსფერისთვის ფულის გადახდაზე.