„კარდიფი“ აპირებს „ნანტი“ ემლიანო სალას არაგანზრახ მკვლელობის თანამონაწილეობაში ამხილოს
„კარდიფი“ აპირებს „ნანტი“ ემლიანო სალას არაგანზრახ მკვლელობის თანამონაწილეობაში ამხილოს

არგენტინელი ფეხბურთელის ემლიანო სალას ტრაგიკული დაღუპვის ისტორიამ მოულოდნელი გაგრძელება მიიღო.

ფრანგული „ეკიპი“ წერს, რომ „კარდიფი“ გეგმავს „ნანტისა“ და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყებას.

კერძოდ, „კარდიფი“ ყურადღებას ამახვილებს მთელ რიგ „საგანგაშო მომენტებზე“, რომელიც სალას ტრანსფერს უკავშირდება და სურს, რომ ეს ყველაფერი საფრანგეთის სასამართლომ გამოიძიოს.

უელსური კლუბის მონაცემებით, „ნანტი“ იყენებდა ე. წ. „არალიცენზირებულ და არალეგალურ შუამავლებს“ სალას საფრანგეთიდან უელსში იმ თვითმფრინავით გადაყვანისას, რომელმაც, საბოლოოდ, კატასტროფა განიცადა.

„თუ დამტკიცდება, რომ „ნანტმა“ იცოდა იმის შესახებ, რომ ვილი მაკეი ნებართვის გარეშე აწყობდა კომერციულ ფრენებს, მაშინ შესაძლებელია კლუბი დავადანაშაულოთ არაგანზრახ მკვლელობის თანამონაწილეობაში“, – ამბობს ადვოკატი ანტუან ვეი.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა გასული წლის იანვარში გადავიდა „ნანტიდან“ „კარდიფში“, მაგრამ ავიაკატასტროფის გამო, მან ბრიტანეთამდე ვერ მიაღწია – თვითმფრინავი ლა-მანშის წყლებში ჩავარდა.