არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას ყოფილი კლუბი „ნანტი“ ფორვარდს, რომელიც ავიაკატასტროფისას დაიღუპა გულისამაჩუყებელი ვიდეოთი გამოეთხოვა.
ვიდეოში „ნანტმა“ გვიჩვენა გოლები, ზეიმი, სიხარული და სხვა ემოციები, რომელიც არგენტინელმა ამ გუნდში თამაშისას განიცადა.
გარდა ამისა, „ნანტმა“ ხმარებიდან ამოიღო მეცხრე ნომერი, რომელიც სალას ეკუთვნოდა. ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში, ფეხბურთელები სათამაშოდ სამგლოვიარო სამკლაურებით გავლენ.