ნანა ძაგნიძემ მიუნხენში გამართულ ქალთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მიუნხენში გამართულ ქალთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე 6,5 ქულა მოაგროვა.
11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის ანგარიშზე სამი გამარჯვება, შვიდი ყაიმი და ერთიც წაგებული შეხვედრაა.
შეჯიბრების გამარჯვებული ფიდე-ს სახელით მოთამაშე ალექსანდრა კოსტენიუკია, რომელმაც 7,5 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე 7 ქულით ინდოელი ჰამპი კონერუ გავიდა.
1. ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 7,5 ქულა
2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 7 ქულა
3. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 6,5 ქულა
4. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) – 6 ქულა
5. ჟუ ჯინერი (ჩინეთი) – 5,5 ქულა
6. ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი) – 5,5 ქულა
7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 5,5 ქულა
8. ტან ჟონგი (ჩინეთი) – 5,5 ქულა
9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 5 ქულა
10. ალინა კაშინსკაია (პოლონეთი) – 4,5 ქულა
11. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 4 ქულა
12. დინარა ვაგნერი (გერმანია) – 3,5 ქულა
ქალთა გრან პრის გათამაშებაში სულ 17 მოჭადრაკე მონაწილეობს.
ფიდეს ქალთა გრან პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება, თითოეული მონაწილისთვის კი სამ ტურნირში თამაშია სავალდებულო.