ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლოგოს შესაცვლელად შექმნილ პეტიციას ხელი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა 
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლოგოს შესაცვლელად შექმნილ პეტიციას ხელი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა 
ათასობით გულშემატკივარს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჯერი ვესტის ლოგოს შეცვლა კობი ბრაიანტით სურს. ამისათვის სპეციალური პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელს უკვე აწერს 200 ათასზე მეტი ადამიანი.
„კობი ბრაიანტის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი სიკვდილის შემდეგ, გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას, შევეცადოთ კობის ლოგოზე დატანით მისი სახელი უკვდავი გავხადოთ.” – წერია პეტიციაში
კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში, 13 წლის ქალიშვილ ჯინასთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
პეტიციაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს.