ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ვინიპეგის“ თავდამსხმელი პატრიკ ლეინი გახდა, რომელმაც 4(2+2) ქულა დააგროვა „მინესოტასთან“ მატჩში (5:2).
მეორე საუკეთესო „ტამპას“ ფორვარდი ნიკიტა კუჩეროვია. „ტორონტოსთან“ მატჩში მან დუბლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა (7:3).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „სან-ხოსეს“ 40 წლის შემტევ პატრიკ მარლოს ერგო. მან დუბლი გაიფორმა „ჩიკაგოსთან“ შეხვედრაში (5:4).