ნაციონალური ჰოკეის ლიგამ (NHL) თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „რეინჯერსის“ თავდამსხმელი მიკა ზიბანეჯადი გახდა, რომელმაც 4(1+3) ქულა დააგროვა „ვინიპეგთან“ მატჩში (6:4). მეორე საუკეთესო ბაფალოს ფორვარდი კონორ შირია. „პიტსბურგთან“ მატჩში მან დუბლი გაიფორმა (3:1).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი „კაროლინას“ მცველ დუგი ჰემილტონს ერგო, მან ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა „მონრეალთან“ შეხვედრაში.(4:3).
ამასთანავე, ის ერთადერთია, ვინც ბულიტების სერიაში შაიბის გატანა მოახერხა.