ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის სამი საუკეთესო ვარსკვლავი დაასახელა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის სამი საუკეთესო ვარსკვლავი დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე სტენლის თასის მეორე წრის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „ბოსტონის“ თავდამსხმელი დევიდ პასტერნაკი გახდა. მან „კოლუმბუსთან“ შეხვედრაში (4:3) დუბლი გაიფორმა. სერიის ანგარიშია 3:2 ბოსტონის სასარგებლოდ.

მეორე საუკეთესო – „სან-ხოსეს“ ფორვარდი ტომაშ ხერპლია. ჩეხმა ჰოკეისტმა გამარჯვების მომტანი ორი შაიბა გაიტანა „კოლორადოსთან“ მატჩში (2:1). ამ დაპირისპირებაში სან-ხოსე ლიდერობს, ანგარიშით 3:2.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი „ბოსტონის“ მოთამაშე ბრედ მარშანს ერგო. 30 წლის კანადელმა 3 (1+2) ქულა დააგროვა „კოლუმბუსთან“ მატჩში (4:3).