„მურსიაში“ მაკფადენთან ერთად - ანდრონიკაშვილი ლიგა ენდესაში ითამაშებს #1TVSPORT
„მურსიაში“ მაკფადენთან ერთად - ანდრონიკაშვილი ლიგა ენდესაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ „მურსიაში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი 21 წლისაა და სიმაღლეში 193 სანტიმეტრია. ის ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, რასაც შეტევაშიც იყენებს და დაცვაშიც. ანდრონიკაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშობს, რომელმაც ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა, ასევე იყო NCAA-ის გუნდის, „კრეიტონის“ წევრი“, – წერია „მურსიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „მურსიაში“ ასევე თამაშობს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი.