მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი - დი მარიას ნაკრებში ადგილი ან იჯარით აქვს აღებული, ან ნაყიდი
წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა ლეოპოლდო ლუკემ მკაცრად გააკრიტიკა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ანხელ დი მარია. „კოპა ამერიკას“ პირველ ტურში, არგენტინის ნაკრებმა 0:2 წააგო კოლუმბიასთან.
„მესის ყველაფერი წესრიგში აქვს. გაოგნებული ვრჩები, როცა მას შთამბეჭდავი თამაში გამოსდის. მაგრამ არსებობს მომენტები, როცა მასაც კი არ მისდის თამაში. შესაძლოა, საუკეთესო ხასიათი აქვს, მაგრამ არ გვიჩვენებს მას. ლეოს თანაგუნდელები უნდა დაეხმარონ. ვლაპარაკობ როგორც გულშემატკივარი – როგორც ჩანს, დი მარიას ნაკრებში ადგილი ან იჯარით აქვს აღებული, ან ნაყიდი. არასოდეს მინახავს, რომ მას თამაშის მსვლელობა განესაზღვროს“, – მოჰყავს ლუკეს სიტყვები გაზეთ „მარკას“ (Marca).