ვლახოვიჩმა დუბლი შეასრულა - „იუვენტუსმა“ სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ვლახოვიჩმა დუბლი შეასრულა - „იუვენტუსმა“ სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში „იუვენტუსმა“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ანგარიში „იუვენტუსის“ ახალწვეულმა, ანხელ დი მარიამ 26-ე წუთზე გახსნა. არგენტინელის გოლს ტურინელთა სერბმა ლეგიონერმა დუბლი მოაყოლა. დუშან ვლახოვიჩმა სტუმრების კარი 43-ე და 51-ე წუთზე აიღო, შემდეგ კი მცირე ტრავმის გამო შეცვალეს.

ამგვარად, ტურინულმა გრანდმა იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ( 3:0) და კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეშია.