დი მარიას სუპერგოლი და სუპერკოლექცია - მან გადამწყვეტი როლი ბევრი ტურნირის ფინალში შეასრულა #1TVSPORT
დი მარიას სუპერგოლი და სუპერკოლექცია - მან გადამწყვეტი როლი ბევრი ტურნირის ფინალში შეასრულა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან მოგებულ მატჩში (3:3, პენალტების სერიაში 4:2) ანხელ დი მარია მოედნიდან გასვლამდე უდავო გმირი იყო.

დი მარია 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია, რომელიც არგენტინის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ფრანგებთან ფინალში მოულოდნელად მოხვდა. ამასთან, სამწვრთნელო შტაბმა მოულოდნელად „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მარცხენა ფლანგზე დააყენა და არა მარჯვნივ, სადაც ის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა.

ამ ნაბიჯმა პირველ ტაიმში იმოქმედა. 21-ე წუთზე დი მარიამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც მესიმ დამაჯერებლად შეასრულა, 36-ე წუთზე კი ანხელმა ალვარესი-მაკალისტერის შესანიშნავი კომბინაცია თავად დააგვირგვინა და ანგარიში გააორმაგა. გოლის შემდეგ 34 წლის ნახევარმცველმა ცრემლები ვერ შეიკავა. დი მარიამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ მეოთხედფინალში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა, ამიტომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.

დი მარიას უკვე დაუგროვდა ფინალში გატანილი გოლების გამორჩეული კოლექცია – მსოფლიო ჩემპიონატზე, ოლიმპიურ თამაშებზე, კოპა ამერიკაზე, ასევე „ფინალისიმაში“, რომელიც პირველად 2022 წლის პირველ ივნისს გაიმართა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ევრო 2020-ის გამარჯვებული იტალია და 2021 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებული არგენტინა. მატჩი „უემბლის“ სტადიონზე სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.