რეპეტიცია მუნდიალამდე - არგენტინამ გაერთიანებული საამიროები ხუთბურთიანი სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მუნდიალის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი ამხანაგურ მატჩში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაუპირისპირდა. თამაში არგენტინელთა სრული დომინაციით წარიმართა და სამხრეთამერიკელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 5:0.

გოლები – ალვარესი(17), დი მარია(25, 37), მესი(44), კორეა(60)

არგენტინის ნაკრები მომდევნო მატჩს უკვე ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამართავს – სკალონის შეგირდები 22 ნოემბერს საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.