კატარი 2022 | მესი საუდის არაბეთთან არგენტინის დამარცხების შესახებ - ჩვენ გამართლება არ გვაქვს #1TVSPORT
კატარი 2022 | მესი საუდის არაბეთთან არგენტინის დამარცხების შესახებ - ჩვენ გამართლება არ გვაქვს #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საუდის არაბეთთან დამარცხების შესახებ (1:2).

„ჩვენ გამართლება არ გვაქვს, მაგრამ ამ წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრები ვიქნებით უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე. ეს ძლიერი გუნდია, რაც ბევრჯერ ვაჩვენეთ. რაც შეეხება ამ წაგების შემდეგ ჯგუფში შექმნილ ვითარებას, მსგავს მდგომარეობაში ჩვენ დიდი ხანია არ ვყოფილვართ. ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ“, – ამბობს მესი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 2019 წლიდან მოყოლებული წაუგებელად თამაშობდა, მაგრამ გუნდის 36-მატჩიანი წაუგებელი სერია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველსავე ტურში  დასრულდა.

„იუვენტუსისა“ და არგენტინის ნაკრების გარემარბმა ანხელ დი მარიამ კი მეტოქის ჭკვიანური ტაქტიკა დააფასა.

„ჩვენ აღმოვჩნდით საუდის არაბეთის ხაფანგში, რომელმაც ოფსაიდების ხაფანგი დაგვიგო“, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური.