მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი დღე დასრულდა | ჩინეთი 2019
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი დღე დასრულდა | ჩინეთი 2019

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი დღე სენსაციების გარეშე დასრულდა.

საღამოს მატჩებში მასპინძელმა ჩინეთმა კოტ დივუარის ნაკრები 70-55 დაამარცხა, იტალიამ ფილიპინები გაანადგურა 108-62, ესპანეთმა ტუნისთან პირველი მეოთხედი ერთი ქულით დათმო, რითაც საყოველთაო გაკვირვება გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ მაინც დაამტკიცა, ვინ არის უფრო ძლიერი – 101-62, არგენტინამ კი სამხრეთ კორეის გუნდს არ დაუტოვა შანსი – 95-69

სხვა მატჩები დღეს ასე დასრულდა:

ანგოლა 59-105 სერბეთი
პოლონეთი 80-69 ვენესუელა
ირანი 81-83 პუერტო-რიკო
რუსეთი 82-77 ნიგერია

ხვალ კიდევ რვა მატჩი გაიმართება:

კანადა-ავსტრალია (პირველი არხი – 11:30)
ჩეხეთი – აშშ (მეორე არხი – 16:30)
საფრანგეთი – გერმანია (პირველი არხი – 16:30)
ახალი ზელანდია – ბრაზილია
დომინიკის რესპუბლიკა – იორდანია
თურქეთი – იაპონია
სენეგალი – ლიტვა
საბერძნეთი – მონტენეგრო