მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უკრაინასა და ესპანეთს შორის, რომელიც 27 თებერვალს კიევში უნდა გამართულიყო, ივლისამდე გადაიდო #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უკრაინასა და ესპანეთს შორის, რომელიც 27 თებერვალს კიევში უნდა გამართულიყო, ივლისამდე გადაიდო #1TVSPORT

ფიბა-ს ინფორმაციით, კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, რომელიც 27 თებერვალს კიევში უნდა ჩატარებულიყო, ივლისამდე გადაიდო.

ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კიევში გასამართ შეხვედრას და G ჯგუფის სხვა მატჩები განრიგის მიხედვით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად საქართველოს ნაკრები თამაშობს, რომელიც უახლოეს შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან 24 თებერვალს თბილისში გამართავს და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ასევე 24 თებერვალს ესპანეთის ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს კორდობაში უმასპინძლებს.