მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი 44 დღე გაგრძელდება, გახსნის ცერემონია პირველი მატჩიდან 5 დღეში გაიმართება #1TVSPORT
ცნობილი გახდა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) გეგმები მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის კალენდართან დაკავშირებით.
გამოცემა COPE-ს ინფორმაციით, ტურნირი 2030 წლის 8 ივნისს დაიწყება. 8-9 ივნისს დაგეგმილია საზეიმო ცერემონია ჩემპიონატის 100 წლისთავთან დაკავშირებით და ურუგვაის, არგენტინისა და პარაგვაის პირველი მატჩები მათსავე მოედნებზე.
ამის შემდეგ, ყველა მატჩს ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებენ.
13-14 ივნისს გაიმართება გახსნის ცერემონია და ჩემპიონატის გახსნის მატჩები. 15-16 ივნისს ჩატარდება პირველი მატჩები ურუგვაის, არგენტინისა და პარაგვაის ჯგუფებში დარჩენილი გუნდებისთვის.
ვარაუდობენ, რომ ფინალი 21 ივლისს გაიმართება.
ასე რომ, ტურნირი 44 დღე გაგრძელდება.