მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში ნორვეგიელი იოჰანეს ბო გალიდერდა | ბიატლონი
ბიატლონში მსოფლიო თასის ხუთი ეტაპის შემდეგ, კაცების საერთო ჩათვლაში ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს – მის ანგარიშზე 662 ქულაა.
მეორე ადგილს 476 ქულით რუსი ალექსანდ ლოგინოვი იკავებს, მესამეზე კი საფრანგეთის წარმომადგენელი მარტან ფურკადია (428) ქულა.
ქალების საერთო ჩათვლაში 498 ქულით იტალიელი ბიატლონისტი დოროტეა ვირერი ლიდერობს, მეორე ადგილზე ასევე იტალიელი ლიზა ვიტოცია (245 ქულა), მესამე ადგილს სლოვაკი პაულინა ფიალკოვა იკავებს, რომლის ანგარიშზეც (449) ქულაა.