იანვარში მომხმარებლებზე ბილეთების გაყიდვის ორეტაპიანი პროცესი იწყება
15 იანვრიდან ბილეთების შეძენის ექსკლუზიური შესასძლებლობა ექნებათ მათ, ვისაც წინასწარი განაცხადების ეტაპზე არ გაუმართლად, ხოლო 19 იანვრიდან – საჯარო გაყიდვები დაიწყება;
ყველაზე სასურველ მატჩებზე, მათ შორის ფლეიოფებზე და მასპინძელი ნაკრების – იაპონიის, ამჟამინდელი ჩემპიონის – ახალი ზელანდიის, ასევე ირლანდიის და ინგლისის ნაკრებების მონაწილეობით გამართულ თამაშებზე, დასასწრები ბილეთები კვლავაც დეფიციტშია;
ბილეთები გაიყიდება რიგითობით, რეალურ დროში. ქომაგებმა სასურველ მატჩებზე ბილეთების შეძენა არ უნდა დააყოვნონ;
სავარაუდოდ, მსოფლიო თასის ბილეთების გვერდზე მომხმარებელთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს და არაა გამორიცხული გვერდმა შეფერხებებით იმუშაოს
2018 წელს გამართული წინასწარი განაცხადების პროცედურების დროს მსოფლიო თასის ბილეთებზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა, ხოლო იანვვარში უკვე ზოგადი გაყიდვები იწყება.
პროცესი ორეტაპიანი იქნება: 15 იანვრიდან ბილეთების შეძენის ექსკლუზიური შესასძლებლობა ექნებათ მათ ვისაც წინასწარი განაცხადების ეტაპზე არ გაუმართლად, ხოლო 19 იანვრიდან – საჯარო გაყიდვები დაიწყება;
სავარაუდოდ, მსოფლიო თასის ბილეთების გვერდზე მომხმარებელთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს და არაა გამორიცხული გვერდმა შეფერხებებით იმუშაოს, რის გამოც ქომაგებს ვთხოვთ მოთმინება გამოიჩინონ საიტზე შესვლისას.
მათ, ვინც ვერ მოახერხებს ბილეთების ყიდვას იანვარშივე – 2019 წლის განმავლობაში გაყიდვაში შემოვა რაგბის მსოფლიო თასის მატჩებზე დასასწრები ბილეთების დამატებითი მცირე პარტიები.
ეს ბილეთები გამოთავისუფლდება სტადიონების ტრიბუნების კონფიგურაციის დახვეწის, ტურნირის კომერციული პროგრამის და რაგბის კავშირების მოთხოვნების დაზუსტების, ქომაგების მიერ დაბრუნებული ბილეთების შეგროვების შედეგად. სამომავლოდ, ბილეთების გაყიდვა გამოცხადდება ხოლმე წინასწარ, ხოლო მარტში განახლდება 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გადაყიდვის ოფიციალური ვებგ-ვერდი
ორეტაპიანი გაყიდვის პროცესი
I ეტაპი: 15 იანვარს, იაპონიის დროით 20:19 საათიდან (15:19 საქ. დროით) 17 იანვარს 23:59 საათამდე (18:59 საქ დროით), დაიწყება ბილეთების გაყიდვა ექსკლუზიურად ბილეთების წინასწარი გათამაშების წარუმატებელ მონაწილეებზე (16 იანვარს, იაპონიის დროით 01:00 საათიდან 05:30 საათამდე საიტი დაიხურება განახლების მიზნით)
II ეტაპი: ზოგადი გაყიდვები დაიწყება 19 იანვარს, 10:00 (05:00 საქ. დროით) საათზე იაპონიის სტანდარტული დროით და დასრულდება 31 მარტს 23:59 საათზე (18:59 საქ დროით) იაპონიის სტანდარტული დროით.
ვინაიდან ზოგ თამაშზე ადგილების რაოდენობა მეტად შეზღუდულია, ქომაგებს ვთხოვთ თვალყური ადევნონ ვებ-გვერდზე არსებულ ბილეთების ხელმისაწვდომობის ინდიკატორს, რაც მათ საშუალებას მისცემს დროულად შეიძინონ მათთვის სასურველი ბილეთები.
ვინაიდან ბილეთებზე მოთხოვნა უკიდურესად მაღალია, ქომაგებს ვთხოვთ ისარგებლონ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური არხებით, რათა თავიდან აიცილონ გადაგდების რისკი. მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ გვერდს www.rugbyworldcup.com/buy-official
ბილეთების გვერდი www.tickets.rugbyworldcup.com
ბორჯღალოსნების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე, ‘დ’ ჯგუფი
უელსი – საქართველო | 23 სექტემბერი, ტოიოტა სითი
საქართველო – ურუგვაი | 29 სექტემბერი, კუმაგაია
საქართველო – ფიჯი | 3 ოქტომბერი, ოსაკა
ავსტრალია – საქართველო | 11 ოქტომბერი, შიზუოკა
2019 წლის მსოფლიო თასის მატჩების >>> განრიგი
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე
გაისად ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე მიჯრით მეხუთედ ითამაშებენ. ნათლობა 2003 წელს ავსტრალიაში შედგა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე თამაში დავთმეთ (ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46 და ურუგვაისთან 12:24). საქართველოდან მსოფლიო თასზე პირველი ქულები მალხაზ ურჯუკაშვილმა აიღო, ხოლო პირველი ლელო დავით დადუნაშვილმა გაიტანა.
2007 წელს, საფრანგეთში შედეგები ბევრად უკეთესი იყო: არგენტინამ ლელოები მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა და ბონუსი გაწითლებულ დროზეღა აიღო (3:33), ირლანდიასთან სენსაციამდე მცირედი დაგვაკლდა და მსოფლიო თასზე პირველი სატურნირო ქულა ავიღეთ (10:14), 26 სექტემბერს ტურნირზე პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ – ნამიბიასთან 30:0, მასპინძელმა საფრანგეთმა კი 64:7 მოიგო.
2011 წელს ახალ ზელანდიაშიც ერთი თამაში მოვიგეთ – რუმინეთს იმ დროისთვის სარეკორდო სხვაობით, 25:9 ვძლიეთ; შოტლანდიამ ლელო ვერ დაგვიდო და მხოლოდ 15:6 იმარჯვა, ინგლისმა მოგება დასკვნით 20 წუთში გაინაღდა – 41:10; ხოლო არგენტინამ მეოთხე, პრემიალური ლელო ვერ გაიტანა – 25:7.
2015 წელს, საქართველომ პირველად მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში ორი თამაში მოიგო, 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და 4 წლით ადრე დაიბევა იაპონიის საგზური: პირველ მატჩში ტონგას 17:10, ხოლო დასკვნით მატჩში ნამიბიას 17:16 მოვუგეთ. შუალედში არგენტინამ 54:9 იმარჯვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ 43:10. „ოლ ბლექსთან“ მატჩში ლელო ბექა წიკლაურმა გაიტანა, ქართველთა თამაშმა საყოველთაო აღიარება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა.
2019 წლის მსოფლიო თასზე, იაპონიაში „დ“ ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29 სექტემბერს ჩვენი მეტოქე კუმაგაიაში ამერიკის შესარჩევი ეტაპის მეორე გუნდი ურუგვაი იქნება; 3 ოქტომბერს წყნარი ოკეანის კუნძულების შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულ ფიჯის ოსაკაში ვეთამაშებით; 11 ოქტომბერს ავსტრალიას შიზუოკაში ვერკინებით.
არ გამოტოვო სიახლეები
იმისათვის, რომ მიიღოთ საინფორმაციო განახლებები ბილეთების გაყიდვების ფაზების და სხვა ახალი ამბების შესახებ, აუცილებლად დარეგისტრირდით შემდეგ გვერდებზე
www.rugbyworldcup.com/supporters
www.tickets.rugbyworldcup.com
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი – RUGBY.GE; WORLDRUGBY.ORG; RUGBYWORLDCUP.COM