მსოფლიო კალათბურთის გერმანელი ლეგენდა დირკ ნოვიცკი საქართველოშია [ვიდეო/ფოტო]
20:52, 03.08.2019
დალას „მავერიქსის“ ვეტერანი ცენტრფორვარდი ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა და გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
დირკ ნოვიცკი პირველი ევროპელი კალათბურთელია, რომელმაც „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის დალასის რიგებში 21 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.
2007 წელს ნოვიცკი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. 2011 წელს კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გამარჯვებული, როცა „მავერიქსმა“ ფინალურ სერიაში მაიამი „ჰითი“ დაამარცხა.
დირკ ნოვიცკი საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა, დაათვალიერა ყაზბეგი და ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. გერმანელი ვარსკვლავი თბილისში ოჯახთან ერთად იმყოფება.