მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების შიშით მბაპე მუხლზე ოპერაციაზე უარს აცხადებს #1TVSPORT

11:02, 27.02.2026
Kylian Mbappe centre-forward of Real Madrid and France during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD6 match between Atalanta BC and Real Madrid C.F. at Stadio di Bergamo on December 10, 2024 in Bergamo, Italy.  (Photo by Jose Breton/Pics Action/NurPhoto via Getty Images)

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე უარს ამბობს მუხლის ოპერაციაზე, რათა არ გამოტოვოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი.

ესპანური გაზეთის, AS-ის ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელი აგრძელებს მიმდინარე სეზონში თამაშს იმის მიუხედავად, რომ მუხლში ტკივილს განიცდის. მადრიდულმა კლუბმა მბაპეს ოპერაციის ჩატარება შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი განაცხადა.

აღნიშნავენ, რომ 27 წლის ფრანგმა გადაწყვიტა, კონსერვატიული მკურნალობა გააგრძელოს, რასაც „რეალში“ არ იწონებენ. „სამეფო კლუბში“ მიაჩნიათ, რომ დისკომფორტი მუხლის სერიოზულ ტრავმად გადაიქცა და ფორვარდი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მბაპე დაეხმარება „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში.

მსგავსი