მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (100 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან კანადელი რეიესი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ შერაზადიშვილი 90 კგ-ში მსოფლიო პირველობის ორგზის გამარჯვებულია. დღეს მოგვიანებით ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ფინალში იჭიდავებს – ოქროს მედლისთვის სამხრეთკორეელ კიმს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.