მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში - რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან პირველი ფიცარნაგზე რამინ შამილიშვილი გამოვიდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 112 კგ. დააფიქსირა და მე-7 ადგილზე გავიდა.
შამილიშვილმა აკვარში 131 კგ-ს დაძლევა შეძლო და მისი შედეგი მე-11 ადგილია. ორჭიდის ჯამში კი რამინ შამილიშვილმა 243 კგ-ით მე-7 ადგილი დაიკავა.
ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, 5 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდება – პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.