მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლები 67 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდება #1TVSPORT
კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 67კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე დაიცავს.
შეჯიბრი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს ტელესკოლის პირდაპირ ეთერში იხილავთ.
მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ვერცხლის ორი მედლის მფლობელი გახდა. მან ორჭიდის ჯამში 290 კგ. დაძლია. ამავე წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში მეცხრე შედეგი აჩვენა.
რაც შეეხება საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრს, 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი დოკვაძეს – ორჭიდის ჯამში მან 229 კგ დაძლია და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილზე გავიდა.
5 აპრილი. 21 საათი. 67 კგ. – გოგა ჩხეიძე.