ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | გოგა ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მეცხრე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | გოგა ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მეცხრე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 67 კგ წონით კატეგორიაში გამოსვლა დაასრულა გოგა ჩხეიძემ.

პირველ მოძრაობაში, ატაცში ჩხეიძემ 132 კგ დააფიქსირა და მეცხრე ადგილზე გავიდა, ხოლო აკვრაში მან 157 კგ დაძლია და ასევე მეცხრე ადგილი დაიკავა, ისევე როგორც ორჭიდის ჯამში 289 კგ-ით.

სოფიაში კონტინენტის პირველობა 13 თებერვალს დაიწყო. პირველ დღეს რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

15 თებერვალს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე იასპარეზებს.