ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე ატაცში მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ ორჭიდის ჯამშიც ასევე მეორე ადგილზე გავიდა.

მან პირველ მოძრაობაში 135 კგ. დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი მისი შედეგი 290 კგ. იყო და საქართველოს ნაკრების მონაგარში უკვე ორი ვერცხლის მედალია.

რაც შეეხება ასევე 61 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე რამინ შამილიშვილს – ის ორჭიდის ჯამში 279 კგ-ით მე-9 ადგილზე გავიდა.

ჩემპიონი ბულგარელი სტილიან გროზდევი გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 296 ქულას მოუყარა თავი.

ევროპის ჩემპიონატის რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა ტელესკოლისა და პირველი არხის  პირადაპირ ეთერში გეძლევათ.

დატოვე კომენტარი