მოსამზადებელი ეტაპი - „კოლხეთი 1913“ ზუგდიდის „დინამოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე ამხანაგური მატჩი გაიმართა – „კოლხეთი 1913“ მოსამზადებელ ეტაპზე ზუგდიდის „დინამოს“ მეორედ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ დაასრულა.
კოლხეთი 1913 – დინამო ზუგდიდი 0:0
კოლხეთი 1913: შეროზია, კახელიშვილი, ხარშილაძე, ბერაია, მეგრელიშვილი, გაბელაია, კაკუშაძე, ხარებავა, გაბისკირია, ჯიჯავაძე, მუმლაძე.
მეორე ნახევარში შევიდნენ: ჩალიგავა, ძაძამია, ნაფიშვილი, კუპრავა, ლეჟავა, შალიკაშვილი, ქადარია, გვალია, გვასალია, ტატანაშვილი, ტორონჯაძე, ტყებუჩავა.
მატჩამდე ფოთის „კოლხეთი -1913“-მა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა – მცველი ბექა ხარშილაძე, რომელმაც გასული სეზონი საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ გაატარა.
ზუგდიდის „დინამო“ კი ორდღიან ინტერვალში მეორე საკონტროლო მატჩს გამართსვს. 18 თებერვალს გუნდი ბათუმში ანგისას ბაზაზე თბილისის „მერანს“ შეხვდება.