მონრეალის „მასტერსზე“ დასრულდა პირველი სათამაშო დღე, რომელმაც სენსაციების გარეშე ჩაიარა. ყველა განთესილმა მოახერხა პირველი წრის გავლა.
მათ შორის იყო გაელ მონფილსი, რომელიც დღის გმირად გამოაცხადდა. საქმე ისაა, რომ ფრანგმა კარიერაში მე-100 მატჩი მოიგო „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე. მონფილსს საკმაოდ რთული შეხვედრა მოუწია კანადელი პიტერ პოლანსკის წინააღმდეგ. ტურნირის მე-16 ნომერი მესამე სეტში ბრეიკით აგებდა, მაგრამ 1:3-დან შეძლო ზედიზედ ხუთი გეიმის აღება.
პირველი დღის შედეგები:
მონფილსი (საფ, 16)-პოლანსკი (კან) 6:7(4), 6:3, 6:3
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 10)-ტომიჩი (ავსტრა) 6:3, 6:2
ბასილაშვილი (საქ, 13)-ლაიოვიჩი (სერ) 3:6, 6:4, 6:4
რაონიჩი (კან, 17)-პუიე (საფ) 6:4, 6:4
გარინი (ჩილ)-ჯერე (სერ) 6:2, 7:6(4)
გასკე (საფ)-პერი (საფ) 7:6(2), 6:4
ივაშკა (ბლრ)-კვონი (კორ) 7:6(3), 6:4
მანარინო (საფ)-კუკუშკინი (ყაზ) 6:4, 6:4
ნორი (ბრიტ)-ფუჩოვიჩი (უნგ) 5:7, 6:2, 6:3
პოლი (აშშ)-შნური (კან) 6:1, 6:2
შაპოვალოვი (კან)-ერბერი (საფ) 6:3, 7:5
შტრუფი (გერ)-ცონგა (საფ) 6:2, 6:2
ვავრინკა (შვეიც)-დიმიტროვი (ბულ) 6:4, 6:4