როჯერ ფედერერის სარეკორდო სერია შეწყდა – შვეიცარიელმა ბოლო 20 წელიწადში პირველად ვერ მიაღწია ფინალამდე

10:04, 11.12.2020

შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური ფაქტი გავრცელდა, რაც ადასტურებს იმას, რომ როჯერს მართლაც რთული და პრობლემატური წელი ჰქონდა.

ფედერერმა 2020 წლის სეზონში მხოლოდ ერთ ტურნირზე ითამაშა – ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

ამით დასრულდა როჯერის სარეკორდო სერია, რომლის დროსაც ის ზედიზედ 20 სეზონი ATP-ის მინიმუმ ერთი ტურნირის ფინალში გადიოდა.

  1. როჯერ ფედერერი – 20 (1999-2019)
  2. ჯიმი კონორი – 19 (1971-1989)
  3. რაფაელ ნადალი – 17 (2004-…)

4-5. ივან ლენდლი – 16 (1974-1994)

4-5. გაელ მონფილსი – 16 (2005-…)

6-7.მანუელ ორანტესი – 15 (1969-1983)

6-7. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 15+ (2006-…)

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება ერთდროულად ფედერერსა და ესპანელ რაფაელ ნადალს. როგორც ვთქვით, 2020 წელს ფედერერს ტურნირი არ მოუგია, ნადალმა კი როლან გაროსსა და აკაპულკოს ATP500-ის ტურნირზე გაიმარჯვა. ასე რომ, პირველად 2003 წლის შემდეგ, რაფამ და როჯერმა „მასტერსის” სერიის ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგეს.

მსგავსი