როჯერ ფედერერის სარეკორდო სერია შეწყდა - შვეიცარიელმა ბოლო 20 წელიწადში პირველად ვერ მიაღწია ფინალამდე
შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური ფაქტი გავრცელდა, რაც ადასტურებს იმას, რომ როჯერს მართლაც რთული და პრობლემატური წელი ჰქონდა.
ფედერერმა 2020 წლის სეზონში მხოლოდ ერთ ტურნირზე ითამაშა – ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.
ამით დასრულდა როჯერის სარეკორდო სერია, რომლის დროსაც ის ზედიზედ 20 სეზონი ATP-ის მინიმუმ ერთი ტურნირის ფინალში გადიოდა.
- როჯერ ფედერერი – 20 (1999-2019)
- ჯიმი კონორი – 19 (1971-1989)
- რაფაელ ნადალი – 17 (2004-…)
4-5. ივან ლენდლი – 16 (1974-1994)
4-5. გაელ მონფილსი – 16 (2005-…)
6-7.მანუელ ორანტესი – 15 (1969-1983)
6-7. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 15+ (2006-…)
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება ერთდროულად ფედერერსა და ესპანელ რაფაელ ნადალს. როგორც ვთქვით, 2020 წელს ფედერერს ტურნირი არ მოუგია, ნადალმა კი როლან გაროსსა და აკაპულკოს ATP500-ის ტურნირზე გაიმარჯვა. ასე რომ, პირველად 2003 წლის შემდეგ, რაფამ და როჯერმა „მასტერსის” სერიის ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგეს.