მომდევნო სეზონიდან „სუპერ რაგბი აოტეაროას“ კუნძულელთა გუნდები - „მოანა პასიფიკა“ და „ფიჯიან დრუა“ დაემატებიან #1TVSPORT
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა და კუნძულელებმა გუშინ რაგბის განვითარებისთვის წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს – მომავალი სეზონიდან „ზე რაგბის“ (Super Rugby) „მოანა პასიფიკა“ (Moana Pasifika) და „ფიჯიან დრუა“ (Fijian Drua) დაემატებიან.
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა კუნძულელთა გუნდებს ლიცენზია მისცა, რომლის მიხედვითაც ისინი „სუპერ რაგბის“ ახალ ზელანდიურ ვერსია – „აოტეაროაში“ (Aotearoa) 2022 წლიდან ითამაშებენ.
ორგანიზაციის გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა სერ მაიკლ ჯონსმა, რომელიც წარსულში როგორც სამოას, ისე ახალი ზელანდიის ნაკრების ღირსებას იცავდა, აღნიშნა, რომ ეს უპრეცენდენტო ნაბიჯი რეგიონში რაგბის განვითარების უმთავრესი წინაპირობა გახდება.
„ახლა რეალიზდება დიდი ხნის სურვილი, რომ კუნძულელთა პროფესიონალური გუნდები უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. ლიცენზიების მიღებით, „მოანა პასიფიკამ“ და „ფიჯიან დრუამ“ მიიღეს შანსი გადავიდნენ განვითარების ფინალურ ეტაპზე, შეადგინონ მოთამაშეთა და სამწვრთნელო შემადგენლობები და მოემზადონ მომავალი ისტორიული სეზონისთვის. რაგბიში ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი დრო დგება,“ – განაცხადა მაიკლ ჯონსმა.