ავსტრალიური „სუპერ რაგბის“ ფინალში „ბრამბიზს“ „რედსი“ დაუპირისპირდება [ვიდეო]

„სუპერ რაგბის“ ავსტრალიური ვერსიის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს პირველადგილოსანი „ბრამბიზი“ და მეორეადგილოსანი „რედსი“ შეხვდებიან. „წითლები“ ტურნირის საკვალიფიკაციო ფინალში მესამეადგილოსან „რებელზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით  25:13 დაამარცხეს.

„რებელზი“ „სუპერ რაგბის“ პლეი-ოფში პირველად ასპარეზობდა და გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის პირველ ნახევარში „რედსს“ სათანადო წინააღმდეგობა გაუწია. მეცხრე წუთზე მასპინძლები ჯორდან პეტაიას ლელოთი დაწინაურდნენ და ამის წყალობით ტაიმს ანგარიშით 10:3 იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთზე თავი მარიკა კორობეტემ გამოიჩინა და პირველი ნახევარი ფრედ – 10:10 დასრულდა.

მეორე ნახევარში მელბურნელებმა საკუთარ მონაგარს მხოლოდ სამი ქულა დაუმატეს (რის ჰოჯი, 54), თავად კი ჯერ სალაკაია-ლოტოსგან გაუშვეს ლელო (44), ხოლო მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ფილიპე დაუგუნუმაც მოუტანა „რედსს“ ხუთი ქულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბრამბიზისა“ და „რედსის“ ფინალური დაპირისპირება 19 სექტემბერს, თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.