მომდევნო კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომები გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. სამ დეკემბერს კი ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.
„ბიუროს სხდომა გაიმართება ორშაბათს, სამ საათზე. მინდა, გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირაში, ოთხშაბათიდან რიგგარეშე სხდომები გაიმართება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.