მისურის შტატში ნავის ჩაძირვას 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, – ამის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიიციის წარმომადგენელი ავრცელებს.
ნავი მდინარე ტეიბლ-როკზე ჩაიძირა.
სამართალდამცველების მონაცემებით, ნავის ბორტზე სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ხუთ ადამიანს კი ამ დრომდე მაშველები ეძებენ.
ნავის ჩაძირვის მიზეზი სავარაუდოდ შტორმი გახდა.