მინსკში საპროტესტო აქციაზე 400-მდე ადამიანი დააკავეს
მინსკში საპროტესტო აქციაზე 400-მდე ადამიანი დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 400-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქციაზე ადგილი ჰქონდა სროლასაც. სამართალდამცველების განმარტებით, გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში განხორციელდა, რადგან მომიტინგეები პოლიციას აქციის მონაწილეების დაკავების საშუალებას არ აძლევდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში გამართულ დღევანდელ აქციას, ე.წ. გმირების მარშს 100 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. საპროტესტო აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც.

დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვას და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაში დადანაშაულებული სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ.