მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა აფრიკის თასზე კამერუნის მატჩისას მომხდარი ჭყლეტის დროს #1TVSPORT
აფრიკის თასის მერვედფინალური მატჩის დროს, რომელშიც მასპინძელი კამერუნი და კომოროსი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჭყლეტის შედეგად მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო AP-მა ერთ-ერთ კამერუნელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით დაწერა.
იაუნდეში სტადიონზე ტრაგედია მაყურებელთა დიდმა ნაკადმა გამოიწვია. დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი ცდილობდა არენაზე მოხვედრას, რომელიც 60 ათას მაყურებელს იტევს. კორონავირუსის შეზღუდვების გამო, აფრიკის თასზე ტრიბუნების მხოლოდ 80 პროცენტით შევსებაა ნებადართული.
ჭყლეტის შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაზარალდა.
კამერუნის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა კომოროსის ნაკრები და მეოთხედფინალში გავიდა.