2025 წელს აფრიკის თასი ზაფხულში გაიმართება #1TVSPORT
2025 წელს აფრიკის თასი ზაფხულში გაიმართება #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მოელაპარაკა აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციას (AFC) 2025 წელს აფრიკის თასის ზაფხულში გადატანასთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტი ჰანიფ ბერკანე ამტკიცებს, 2025 წელს კონტინენტის პირველობა მაროკოში ივლისის შუიდან აგვისტოს შუამდე გაიმართება.

2023 წელს აფრიკის თასი 13 იანვრიდან 11 თებერვლამდე ტარდებოდა, რის გამოც ევროპულმა კლუბებმა ხანგრძლივი დროით დაკარგეს აფრიკული ნაკრებების წამყვანი მოთამაშეები.

წლევანდელი გათამაშება მესამედ თავის ისტორიაში კოტ დ’ივუარის ნაკრებმა მოიგო.