ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა #1TVSPORT

აფრიკის თასის დასრულების შემდეგ ტურნირის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს.

გათამაშებას კოტ დ’ივუარმა უმასპინძლა, რომელმაც ფინალში ნიგერია 2:1 დაამარცხა. მესამე ადგილი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დაიკავა.

ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად ემერს ფაე აღიარეს, რომელმაც კოტ დ’ივუარის ნაკრებს პლეი ოფში უხელმძღვანელა მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ჟან-ლუი გასე.

აფრიკის თასის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – რონვენ უილიამსი (სამხრეთ აფრიკა);

მცველები – ვილიამ ტროსტ-ეკონგი, ოლა აინა (ორივე – ნიგერია), გისლეინ კონანი (კოტ დ’ივუარი), შანსელ მბემბა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა);

ნახევარმცველები – ტებოჰო მოკოენა (სამხრეთ აფრიკა), ჟან სერი, ფრანკ კესიე (ორივე – კოტ დ’ივუარი);

ფორვარდები – იოან ვისა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ადემოლა ლუკმანი (ნიგერია), ემილიო ნსუე (ეკვატორული გვინეა).