ვიქტორ ოსიმენის თამაში აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალში საეჭვოა #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენის თამაში აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალში საეჭვოა #1TVSPORT

ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, შესაძლოა, აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან გამოტოვოს.

კოტ-დ’ივუარში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ნახევარფინალის სათამაშოდ ნიგერიის ნაკრები ქალაქ ბუაკეში გაემგზავრა, თუმცა ოსიმენი გუნდთან ერთად მუცლის ტკივილის გამო არაა.

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ჯერ კიდევ უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ნიგერიის ნაკრების შეხვედრაში.

აფრიკის ერთა თასზე სამხრეთ აფრიკისა და ნიგერიის ეროვნული გუნდების მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.