აფრიკის თასის ფინალში სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს #1TVSPORT
აფრიკის თასის ფინალში სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს #1TVSPORT

ეგვიპტის ნაკრებმა აფრიკის თასის ნახევარფინალში კამერუნის ნაკრები დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში უფრო ძლიერები ეგვიპტელები აღმოჩდნენ – 3:1. გადამწყვეტი 11-მეტრიანი კამერუნელთა მხრიდან კლინტონ ნ’ჟიმ ვერ გაიტანა.

აფრიკის თასის ფინალში მოჰამედ სალაჰის ეგვიპტე სადიო მანეს სენეგალის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც წინა დღეს ნახევარფინალში 3:1 დაამარცხა ბურკინა ფასო.