მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახი დემონსტრანტებს მოუწოდებს, ძალადობა შეწყვიტონ

02:05, 02.06.2020

მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახი ​დემონსტრანტებს მოუწოდებს, ძალადობა შეწყვიტონ.

„ჩვენ გვესმის სიბრაზის, მაგრამ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, მიუღებელია ჯორჯისთვის და მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა.

კრამპმა მიმართა დემონსტრანტებს და მოუწოდა მათ, „ამოისუნთქონ ჯორჯისთვის“.

„ისუნთქეთ ჯორჯისთვის და მშვიდობისთვის. ისუნთქეთ სამართლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის განკურნებისთვის“, – განაცხადა ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს პოლიციის მიერ მისი დაკავების დროს გამოყენებული ძალის შედეგად გარდაიცვალა. ამ ფაქტს აშშ-ის ბევრ ქალაქში პროტესტი, შემდეგ კი არეულობა მოჰყვა.

მსგავსი