მინეაპოლისის ქალაქის საბჭოში აცხადებენ, რომ პოლიციის რადიკალურ რეფორმას გეგმავენ
მინეაპოლისის ქალაქის საბჭოს პრეზიდენტმა, ლისა ბენდერმა „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საბჭო მინეაპოლისის პოლიციის უწყების დაფინანსების შემცირებას და თანხების სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტში გადანაწილებას გეგმას.
„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენს შავკანიან ლიდერებს, ჩვენი საზოგადოების ფერადკანიან ჯგუფებს, ვისთვისაც პოლიცია არ მუშაობს და ამ პრობლემების გადაწყვეტაც ჩვენს საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“, – ლისა ბენდერმა.