აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართულ აქციაზე ორ პოლიციელს ესროლეს
აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართულ აქციაზე ორ პოლიციელს ესროლეს

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლუისვილში გამართულ აქციაზე ორ პოლიციელს ესროლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამართალდამცველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

ქალაქში საპროტესტო აქციები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ქალის, ბრეონა ტეილორის დაღუპვაში ბრალდებული პოლიციელები დამნაშავედ არ ცნეს.

26 წლის ბრეონა ტეილორის სახლში პოლიციელები 13 მარტს შეიჭრნენ. ტეილორი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ლუისვილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები პატრულირებენ.