მილტონ ჰეიგი - შევეცდებით, ფიჯის ახალგაზრდული ენთუზიაზმისა და გამოცდილების ნაზავით მოვუგოთ (ვიდეო/ფოტო)
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მორიგი მატჩისთვის ემზადება. დღეს ბორჯღალოსნებმა ქალაქ ოსაკაში ვარჯიში გამართეს, მოგვიანებით კი პრესკონფერენცია შედგა, რომელზეც მომავალ მატჩზე თავისი აზრი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა გამოთქვა.
„ფიჯის თუ მოვუგებთ, მომავალ მსოფლიო ჩემიონატზე ადგილს დავიბევებთ და მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე სამართლიანი შეფასებაა, რაც ახლა შეიძლება გაკეთდეს. უფრო მეტის მიღწევა უაზარმაზარ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ზოგიერთ მოთამაშეს სარგებლის მოტანა ამ მატჩში შეცვლაზე შესვლით შეუძლია და სწორედ ასე მოვიქცევით. შევეცდებით, ფიჯი ახალგაზრდული ენთუზიაზმისა და გამოცდილების ნაზავით დავამარცხოთ“, – განაცხადა ჰეიგმა.
კომენტარები პირველ არხთან მორაგბეებმაც გააკეთეს.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩები:
3 ოქტომბერი, 09:15 საათი
საქართველო – ფიჯი
11 ოქტომბერი, 14:15 საათი
ავსტრალია – საქართველო
ორივე თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.